თენგიზ ცერცვაძე - უსიმპტომო პაციენტები, სავარაუდოდ, საქართველოშიც იქნებიან, მაგრამ ვფიქრობ, მათი რიცხვი დიდი არ არის
თენგიზ ცერცვაძე - უსიმპტომო პაციენტები, სავარაუდოდ, საქართველოშიც იქნებიან, მაგრამ ვფიქრობ, მათი რიცხვი დიდი არ არის

უსიმპტომო პაციენტები, სავარაუდოდ, საქართველოშიც იქნებიან, მაგრამ ვფიქრობ, რომ მათი რიცხვი დიდი არ არის, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„უსიმპტომო პაციენტების რაღაც რაოდენობა არის ყველგან, ყველა ქვეყანაში, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა ყველაზე მეტია. ამერიკაში მილიონზე მეტი ინფიცირებულია და იქაც არის ეს უსიმპტომო პაციენტები. ყველა ქვეყანაში, ოფიციალურად დარეგისტრირებული პაციენტების გარდა, არიან უსიმპტომო პაციენტები, რომლებიც უსიმპტომო და მცირე სიმპტომებიანი არიან და არ არიან გამოკვლეული, არ იციან, რომ ინფიცირებულები არიან. ჩვენთანაც, სავარაუდოდ, არიან ასეთები, მაგრამ მთელი რიგი პირდაპირი, თუ არაპირდაპირი ნიშნებით ვფიქრობ, რომ მათი რიცხვი დიდი არ არის. რადგან, თუნდაც გამოვიკვლიეთ ოთხასკაციანი კოლექტივი და იქ არავის არ აღმოაჩნდა, უსიმპტომო პაციენტები ბევრნი რომ იყვნენ, იმ 400 კაცშიც ექნებოდა ვიღაცას. ამიტომ ასეთები იქნებიან, მაგრამ იმედია, რომ არ იქნება ბევრი“,- განაცხადა ცერცვაძემ.

ამასთან, თენგიზ ცერცვაძის თქმით, არ იცის, რა რაოდენობით აგრესიული ტესტირება ტარდება, მაგრამ აცხადებს, რომ დღეისთვის გაცილებით მეტ ადამიანს იკვლევენ, ვიდრე აქამდე.

„აგრესიული ტესტირება ძალიან კარგია, მაგრამ აგრესიულ ტესტირებას ინფიცირებულთა რაოდენობა უნდა გაეზარდა, ანუ მეტი უნდა გამოვლენილიყო და არა ნაკლები. წინათ სულ არ იყო აგრესიული ტესტირება და უფრო მეტი იყო ინფიცირებულთა რაოდენობა. მე არ ვიცი, რა რაოდენობის ტესტირება ტარდება, მაგრამ იმაზე მეტს იკვლევენ, ვიდრე იკვლევდნენ.