თენგიზ ცერცვაძე - ტყუილია, თითქოს „რემდესივირს“ არ იყენებენ მსოფლიოში, საქართველო რომ ამის გარეშე დარჩენილიყო, საცოდაობა იქნებოდა, მაშინ პირიქით, გვისაყვედურებდნენ
თენგიზ ცერცვაძე - ტყუილია, თითქოს „რემდესივირს“ არ იყენებენ მსოფლიოში, საქართველო რომ ამის გარეშე დარჩენილიყო, საცოდაობა იქნებოდა, მაშინ პირიქით, გვისაყვედურებდნენ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ანტივირუსულ პრეპარატ „რემდესივირს“ ყველაზე განვითარებული ქვეყნების ყველა განვითარებული ინსტიტუტები ფართოდ იყენებენ.

თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, საქართველოს რომ „რემდესივირი“ ვერ მიეღო, მაშინ კი უსაყვედურებდნენ.

„ტყუილია, რომ „რემდესივირს“ არ იყენებენ მსოფლიოში. ყველაზე განვითარებული ქვეყნების ყველა განვითარებული ინსტიტუტები ხმარობენ და ფართედ, მათთვის „რემდესივირი“ მკურნალობის სტანდარტია. საქართველო რომ ამის გარეშე დარჩენილიყო, ეს იქნებოდა საცოდაობა, მაშინ პირქით, გვისაყვედურებდნენ.

გამოხატვის თავისუფლება მესმის, მაგრამ რაღაც წითელი ხაზები არსებობს. დიდი ტყყული, რომ ეს არის ექსპერიმენტი – არაფერი მსგავსი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ეს არის ჩვეულებრივად შესყიდული მედიკამენტი“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ „რემდესივირი“ მხოლოდ ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში ინიშნება.

„ბინაზე დარჩენილებს არ უნდა ჰქონდეთ არც სურვილი, არც პრეტენზია, რომ ეს გაიკეთონ და არც დაუნიშნავენ. მეორე, სჭირდება მხოლოდ იმ ავადმყოფებს, რომელთაც აღენიშნებათ სუნთქვის გაძნელება და საჭიროებენ ჟანგბადის მიწოდებას – ეს არის მთავარი კრიტერიუმი.

ადამიანი ითხოვს, რომ ჟანგბადი მინდა, ე.ი. მას უნდა მიეცეს და არ უნდა მიეცეს იმას, ვინც ისე დაგვიანებულია, რომ იმყოფება რეანიმაციაში და ინტუბირებულია. უნდა მიეცეს მათ, ვისაც ჟანგბადი მიეწოდება კანულით, ნიღბით და სხვა. და კიდევ, არ უნდა მიეცეს ინფიცირებიდან 10-12 დღის შემდეგ. ინფექციის დაწყებიდან პირველი 10 დღის განამვლობაშია ის ეფექტური. ხუთი დღე არის სტანდარტული კურსი.

არ შერჩეულა არავინ. ვისაც დასჭირდება, ისინი გამოგზავნიან ფორმა ასს. სამინიტროში ზის კომისია, რომელიც გადახედავს ამ ფორმა ასს და დააწერენ კი ან არა. ნებისმიერ მედიკამენტს, რომელზეც პაციენტი უარს იტყვის, არ გავუკეთებთ“, –  განაცხადა ცერცვაძემ.