თენგიზ ცერცვაძე - ტრამპმა რაც გუშინ თქვა, ჩვენ თვენახევარია, ვაკეთებთ, ამის გამო პატარა ზეიმივით გვქონდა სამსახურში
ტრამპმა რაც გუშინ თქვა, ჩვენ თვენახევარია, ვაკეთებთ, ამის გამო პატარა ზეიმივით გვქონდა სამსახურში, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
„მოხდა საინტერესო რამ, გუშინ გამოქვეყნდა ფრანგების რეკომენდაციები, სადაც მათაც „პლაქვენილი“ დაასახელეს ამ დაავადების, ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ. კიდევ მოხდა უფრო მნიშვნელოვანი რამ, ტრამპი, იცით მისი ექსტრავაგანტულობა, ამ დროს ზოგჯერ გადამჭრელი, სწრაფი მოქმედებები ძალიან მნიშვნელოვანია, გამოვიდა და ოფიციალურად განაცხადა, რომ ვერ დაელოდება FDA-ს ოფიციალურ რეკომენდაციებს და ექსპერტების რჩევისა და ანალიზის საფუძველზე, თავის თავზე იღებს, რომ ეს მედიკამენტი, „პლაქვენილი“ პრეზიდენტის ბრძანებით დაუშვას გამოსაყენებლად. ანუ, ექიმებს ჰქონდეთ უფლება, გამოიყენონ, ვიდრე FDA დასკვნას გააკეთებს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და მართალი გითხრათ, პატარა ზეიმივით გვქონდა სამსახურში, რაც ტრამპმა თქვა გუშინ, ჩვენ ამას ვაკეთებთ თვენახევარია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ „იმედის“ ეთერში.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში, აშშ-ში მალარიის სამკურნალო ექსპერიმენტული წამალი გახდება ხელმისაწვდომი.