თენგიზ ცერცვაძე - ტესტირების რაოდენობის ორჯერ გაზრდით გამოვავლენთ ორჯერ მეტ ინფიცირებულს, ხოლო გამოუვლენელი დარჩება ცოტა და მიზანიც სწორედ ეს არის
მაჩვენებლის თავდაპირველი ზრდა არ ნიშნავს სიტუაციის გაუარესებას, ტესტირების გაზრდა, რომელიც დღეს მთავარი სტრატეგიაა ყველა წარმატებული ქვეყნისთვის, ის თავის თავში გულისხმობს, რომ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება, სწორედ ამიტომ ვაკეთებთ გაზრდილი რაოდენობის ტესტებს, – ამის შესახებ „კოვიდ-19“-ის სამკურნალო კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე – დღის თემა“ განაცხადა.
მისი თქმით, გაზრდილი რაოდენობის ტესტები კეთდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს ყველა ინფიცირებულის გამოვლენა და მკურნალობა.
„გუშინ თუ ჩვენ ვაკეთებდით 10 000 – 12 000 ტესტს და საშუალო ევროპული ქვეყნების დონეზე ვიყავით ტესტირების რაოდენობით, ვავლენდით 3 000 ინფიცირებულს, კიდევ 2 000-3 000 იყო გამოუვლენელი. ახლა, როდესაც ჩვენ ტესტირების რაოდენობა ორჯერ გავზარდეთ, ჩავდექით ევროპის ლიდერი ქვეყნების დონეზე, გამოვავლენთ ორჯერ მეტს, გამოუვლენელი დარჩება ცოტა და სწორედ ეს არის მიზანი. იმ გამოვლენილს მივხედავთ“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.