თენგიზ ცერცვაძე - შტამი, რომელიც რუსეთში აღმოჩნდა, პრინციპულად ახალი არ არის, მოსაზრება გამოითქვა, რომ საუბარია ინდური შტამის ქვესახეობაზე
შტამი, რომელიც რუსეთში აღმოჩნდა, არ არის პრინციპულად ახალი შტამი, არის ქვეშტამი, ქვესახეობა. რამდენად მეტად აგრესიულია, ჯერ დადგენილი არ არის, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ჯერჯერობით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ყველა შტამის წინააღმდეგ ეფექტურია.
„გაიჟღერა, რომ შეიძლება, იყოს მეტად აგრესიული, რადგან რუსეთში ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ჩვენზე გაცილებით ცუდი, არა რაოდენობის მხრივ, არამედ სიკვდილობის მაჩვენებელი არის ჩვენზე ბევრად მეტი. პუტინი დიქტატორია თუ დემოკრატია, არც იმას უნდა თავისი ხალხი გააღიზიანოს და ლოკდაუნი გამოაცხადოს, მაგრამ იძულებული გახდა, გამოეცხადებინა.
ჯერჯერობით ყველა შტამზე ცალსახად მოქმედებს ვაქცინა. შეიძლება ვერ დაიცვას დაინფიცირებისგან, მაგრამ იცავს სიკვდილისგან. ვაქცინა სიკვდილს ამცირებს 80-90 პროცენტით. მოსაზრება გამოითქვა, რომ საუბარია ინდური შტამის ქვეშტამზე. მცირე განსხვავებაა მუტაციის. არც ერთ შტამს განსაკუთრებული მომზადება არ სჭირდება – მობილობის შემცირება, პირბადის ტარება და ვაქცინაცია. ჯერჯერობით, ყველა შტამი მგრძნობიარეა ვაქცინის მიმართ, ვაქცინა ყველაზე მუშაობს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.