თენგიზ ცერცვაძე - შეზღუდვების გაფართოების პირველი შედეგი დაახლოებით ორ კვირაში უნდა გამოჩნდეს
თენგიზ ცერცვაძე - შეზღუდვების გაფართოების პირველი შედეგი დაახლოებით ორ კვირაში უნდა გამოჩნდეს

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, შეზღუდვების გაფართოებამ შედეგი აუცილებლად უნდა გამოიღოს, თუმცა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დასტაბილურება დაუყოვნებლივ, მყისიერად ვერ მოხდება.

როგორც ცერცვაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, პირველი შედეგები დაახლოებით ორი კვირის შემდეგ უნდა გამოჩნდეს.

„შეზღუდვებმა აუცილებლად უნდა მოიტანოს დადებითი შედეგი. კერძოდ, უნდა შემცირდეს შემთხვევათა რაოდენობა, თუმცა ამ შედეგებს დაუყოვნებლივ არ ველოდებით, რადგან იცით, ადამიანი რომ დაინფიცირდება, მის გამოვლენას ინკუბაციის ორკვირიანი პერიოდი სჭირდება. ორი კვირის შემდეგ უნდა ვიგრძნოთ პირველი შედეგები – ახალი შემთხვევების რიცხვი უნდა დასტაბილურდეს, არ იყოს მატება და შემდეგ წამოვიდეს ქვევით. ეს არ არის იოლი პროცესი. ასეთ წერტოლოვან შეზღუდვებს მყისიერი შედეგი არ მოაქვს, დაახლოებით ერთი თვიდან ორ თვემდე უნდა, რომ შედეგი ვნახოთ. ჩვენთან შედეგს უეჭველად მივიღებთ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.