თენგიზ ცერცვაძე - შემოვლას როდესაც ვაკეთებთ, ყველა პაციენტი კითხულობს, როგორ არის პირველი პაციენტი
თენგიზ ცერცვაძე - შემოვლას როდესაც ვაკეთებთ, ყველა პაციენტი კითხულობს, როგორ არის პირველი პაციენტი

შემოვლას როდესაც ვაკეთებთ, ყველა პაციენტი კითხულობს, როგორ არის პირველი პაციენტი. მათ სჯერათ, რომ ის თუ გამოჯანმრთელდება, ისინიც გამოჯანმრთელდებიან, – ამის შესახებ „იმედის დილაში“ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, გამოჯანმრთელებულად პაციენტი მხოლოდ მაშინ ითვლება, როდესაც ​ორი თანმიმდევრული გამოკვლევის დროს მისი ტესტი უარყოფითი იქნება.

„ვინაიდან ეს პირველი პაციენტია, გამოკვლევა ჩატარდება როგორც ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში, ასევე ლუგარის ცენტრში. დიდი იმედი გვაქვს, რომ ისიც უარყოფითი იქნება. ეს მიკრო სიხარული და მცირე ზეიმი იქნება. პირადად მე ამას ძალიან დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი, რადგან სხვა დანარჩენი პაციენტებიც გამოჯანმრთელდებიან, ვინაიდან ჩვენ არ გვყავს ისეთი შემთხვევა, სადაც ლეტალური შედეგი შეიძლება დადგეს. თუმცა ხალხისთვის და განსაკუთრებით ჩვენი პაციენტებისთვის ამას დიდი ფსიქოლოგიური მნიშვნელობა აქვს. შემოვლას როდესაც ვაკეთებთ, ყველა პაციენტი კითხულობს, როგორ არის პირველი პაციენტი. მათ სჯერათ, რომ ის თუ გამოჯანმრთელდება, ისინიც გამოჯანმრთელდებიან“, – განაცხადა ცერცვაძემ.