თენგიზ ცერცვაძე - საქართველოს საყვედური კიარ ეკუთვნის, პირიქით, ჩვენი მსხვილი პარტნიორები გამოხატავენ აღფრთოვანებას ჯანდაცვის მესვეურებით და სახელისუფლო ვერტიკალით, რომელიც შეზღუდული რესურსებით მართავს ეპიდვითარებას
თენგიზ ცერცვაძე - საქართველოს საყვედური კიარ ეკუთვნის, პირიქით, ჩვენი მსხვილი პარტნიორები გამოხატავენ აღფრთოვანებას ჯანდაცვის მესვეურებით და სახელისუფლო ვერტიკალით, რომელიც შეზღუდული რესურსებით მართავს ეპიდვითარებას

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, შეფერხებების მიუხედავად, საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლდება ბევრად უკეთ, ვიდრე ევროპის წამყვან ქვეყნებში, რომლის რესურსი და ჯანდაცვის სისტემა საქართველოსთან შედარებით დიდია.

„დღეს პროცესები მართვადია, მართვაში ვგულისხმობ იმას, რომ შეფერხებების მიუხედავად, მიუხედავად იმისა, რო მოსახლეობის მხრიდან ისმის შეწუხების მოტივები, კეთდება სტელეფონო ზარები, სოციალურ ქსელში ქვეყნდება მონაცემები, რომ სამედიცინო სამსახური ისე გამართულად ვერ ემსახურება მოსახლეობას, როგორც ეს იყო გაზაფხულზე და ზაფხულზე, სასწრაფოები იგვიანებენ, ონლაინკლინიკები და ოჯახის ექიმები კონსულტაციებს აგვიანებენ, ზოგჯერ გვიანდება ავადმყოფების ჰოსპიტალიზაცია, მაგრამ, დამიჯერეთ, ეს ყველაფერი არაფერია იმასთან შედარებით, რაც ხდებოდა და ხდება ევროპის ქვეყნებში. საქართველოში სიტუაცია კონტროლდება ბევრად უკეთ, ბევრად კარგად, იდეალურად ვერა, მაგრამ ბევრად უკეთ, ვიდრე ევროპის წამყვან ქვეყნებში, რომლის რესურსი და ჯანდაცვის სისტემა საქართველოსაზე მრავალჯერ უფრო დიდია.

ამიტომ საქართველოს საყვედური კიარ ეკუთვნის, პირიქით, ჩვენი მსხვილი პარტნიორები აღფრთოვანებას გამოხატავენ ქვეყნის ჯანდაცვის მესვეურებით და სახელისუფლო ვერტიკალით, რომელიც ასეთი შეზღუდული რესურსების პირობებში ახერხებს უკეთ მართვას, ვიდრე ამას აკეთებენ ევროპის წამყვანი ქვეყნები“, – განაცხადა ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, ევროპის ქვეყნებში შეფერხებები ხდება რამდენიმე დღით და კვირით, პაციენტების ნაწილი კი საერთოდ სამედიცინო მომსახურების გარეშე რჩებოდა.