თენგიზ ცერცვაძე - საქართველო ტაბლეტირებულ მედიკამენტებს ერთ-ერთი პირველი მიიღებს, რომელიც ალბათ რევოლუციას მოახდენს და პანდემიას აცრასთან ერთად დაასრულებს
საქართველო ტაბლეტირებულ მედიკამენტებს ერთ-ერთი პირველი მიიღებს, რომელიც ალბათ რევოლუციას მოახდენს და პანდემიას აცრასთან ერთად დაასრულებს, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
„მედიკამენტები გვაქვს უახლესი. მედიკამენტების ახალი ჩვენებები დადო ამერიკამ, იგივე „რემდესივირი“. ჩვენ რამდენი ხანია, ამ მედიკამენტს ვლობირებთ და უნიკალურ შედეგებს ვდებთ. თუ გამოიყენებენ ბინაზე დარჩენილ ავადმყოფებში, უფასოდ დარიგდება, მაგრამ ამას ლოჯისტიკა უნდა. აშშ-მა ეს შედეგები ერთი კვირის წინ დადო და ჯერ არ დაუწყიათ. 87%-ით ამცირებს დამძიმებას და სიკვდილობას.
ტაბლეტირებული მედიკამენტები ალბათ რევოლუციას მოახდენს და დაამთავრებს პანდემიას აცრასთან ერთად. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ მედიკამენტებს მიიღებს, კონტრაქტი უკვე გაფორმებულია. მთელი მსოფლიო რიგშია. როცა გვექნება ეს ტაბლეტირებული ფორმულა და პლუს „რემდესივირი“, რომელიც ახლაც გვაქვს, ძალიან დიდი იმედია, რომ მკვეთრად შემცირდება როგორც მძიმე შემთხვევები, ისე სიკვდილობა“,- განაცხადა ცერცვაძემ.
მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო, ვაქცინაციის წახალისების მიზნით, კარდაკარის მასშტაბების გაზრდას ცდილობს.
„წლის ბოლოსთვის მინიმუმ 2/3 უნდა ყოფილიყო ვაქცინირებული და ამას მიაღწია ევროპის და ამერიკის ქვეყნებმა, საქართველოში მხოლოდ 1/3 არის ვაქცინირებული. ამას შეცდომას ვერ დავარქმევ, რადგან სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, შემოიტანა განუსაზღვრელი რაოდენობით საუკეთესო ვაქცინა, 500 ვაქცინაციის პუნქტი, მობილური პუნქტები, ავტობუსები, სოფლებში კარდაკარ სიარული. სპეციალურად ვეკითხები ჩემს პარტნიორებს უცხოეთში და იქ მეტს არაფერს აკეთებენ, უბრალოდ მოსახლეობას აქვს მეტი პასუხისმგებლობა. ორი თვით დაგვიანდა და იქაც მოსახლეობის გარკვეული პასუხისმგებლობა იყო, რადგან ჩინური ვაქცინების შემოტანაზე კატეგორიული უარი თქვეს და აუცილებლად „ფაიზერი“ უნდოდათ. ამანაც გამოიწვია დაგვიანება. ერთი წელია, მიდის გაშლილი კამპანია ვაქცინაციის. „ფაიზერი“ რამდენი ხანია, ერთი წელია, ჩვენთან შემოტანილია საკმარისზე მეტი რაოდენობა. ორი თვის დაგვიანება არაფერ შუაშია ამ დაბალ ვაქცინაციასთან. ორი თვის კომპენსირება ერთი წლის მანძილზე შეიძლებოდა.
წინა ორი-სამი თვის მანძილზე რამდენჯერ გინახავთ ამირან გამყრელიძე და ეკატერინე ტიკარაძე კარდაკარ და ერთხელ სურათიც გადაიღეს, რომ იმ კარდაკარის შემდეგ ამირან გამყრელიძე სუფრაზე სადღეგრძელოს სვამდა. ის იყო კარდაკარი, კარდაკარ დადიოდნენ. სამინისტრო ახლა ცდილობს კარდაკარის მასშტაბების გაზრდას“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.