თენგიზ ცერცვაძე - საქართველო არ არის ამერიკა, რომ რაღაც სუპერ კომპიუტერული სისტემები ჰქონდეს, როგორიც აქვს ნასა-ს ან პენტაგონს
საქართველო არ არის ამერიკა, რომ რაღაც სუპერ კომპიუტერული სისტემები ჰქონდეს, როგორიც აქვს ნასა-ს ან პენტაგონს, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ვაქცინების სარეგისტრაციო პორტალზე შეფერხებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„საქართველოს ჰქონდა ის რესურსი, რომელიც მოსალოდნელ დატვირთვებს გაუძლებდა, მაგრამ იყო 500 000 მცდელობა. ქვეყნის მოზრდილი მოსახლეობის 1/5 თუ ერთ დღეს მოინდომებს შეღწევას მონაცემთა ბაზაში, ვერ მოხერხდება ეს. რა თქმა უნდა, ამისი პრევენცია მაქსიმალურად უნდა იყოს და ყველაფერს აკეთებს სამინისტრო და აიტი სამსახურები, რომ მომავალში ეს ნაკლებად მოხდეს, მაგრამ მთლიანად დაზღვეული ამისგან ვერ იქნებით. მარტო საქართველოში არ არის ასე, ყველა ქვეყანა ჩივის ამაზე, მაგრამ ჩამოსული „ფაიზერი“ იყო 14 000 ადამიანისთვის და ეს 14 000 სწრაფად დარეგისტრირდა, დანარჩენები ვერა“,- განაცხადა ცერცვაძემ.