თენგიზ ცერცვაძე - სახელმწიფოს 1200-დან 1600-მდე ინფიცირებული პაციენტის სრულყოფილი სამედიცინო მომსახურება შეუძლია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ სახელმწიფოს შეუძლია 1200-დან 1600-მდე პაციენტს სრულფასოვანი მკურნალობა გაუწიოს.
როგორც თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, ამ რიცხვის მიღწევის შემდეგ პაციენტების მკურნალობა ასეთი სრულყოფილი აღარ იქნება.
„არ ყოფილა შემთხვევა, რომ პაციენტი დარჩენილიყო ადეკვატური მკურნალობისა და მოვლის გარეშე. ეს დონე რომ უზრუნველვყოთ, ამისთვის, დაახლოებით, ოთხჯერადი მარაგი მაინც გვაქვს. ასე ვფიქრობ. დღეს 400 პაციენტია, სამჯერ, ოთხჯერ უფრო მეტ პაციენტს, 1200-დან 1600 -მდე, სახელმწიფო უზრუნველყოფს მომსახურების ამ დონით, რომელიც დღეს არის. შემდგომშიც არ მიატოვებს, ისევ უზრუნველყოფს, გეგმა ბე არსებობს 2 ათას საწოლზე, გეგმა ცე – 10 ათას საწოლზე, მაგრამ იქ უკვე ეს მომსახურება ვეღარ იქნება ასეთი სრულყოფილი. იქ მომსახურების ის ტიპი შეიძლება გამოვიყენოთ, რომელიც დღეს არის საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ინგლისში, როდესაც ნაწილობრივი მომსახურებაა, ნაწილობრივი დახმარებით და, ძირითადად, პაციენტების სახლში დარჩენით“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.