თენგიზ ცერცვაძე - სახელისუფლო ვერტიკალთან ერთად, ჩვენ მოვახდენთ სიტუაციის სტაბილიზაციას ისე, რომ ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, არ მივმართავთ მკაცრ ზომებს
სახელისუფლო ვერტიკალთან ერთად, ჩვენ მოვახდენთ სიტუაციის სტაბილიზაციას ისე, რომ ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, არ მივმართავთ მკაცრ ზომებს, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა ღონისძიებაზე, რომელზეც ის თბილისის საპატიო მოქალაქედ მის რამდენიმე კოლეგასთან ერთად დაასახელეს.
მან მადლობა გადაუხადა საზოგადოებას ამ ჯილდოსთვის.
„მიუხედავად კოვიდის მატებისა, რაც იყო მოსალოდნელი გაზრდილი მობილობისა და შიდა შეზღუდვების მოხსნის გამო, არავითარი საფუძველი არ გაქვთ განგაშის, სიტუაცია კონტროლის ქვეშ არის.
მიუხედავად ამ მატებისა, რომელიც ბოლო ორ კვირაში აღინიშნება, საქართველო მყარად ინარჩუნებს მთელ ევროპაში 49 ქვეყანას შორის იმ ქვეყნის სტატუსს, რომელსაც ყავს ყველაზე მცირე გარდაცვლილი „კოვიდ-19“-ით. მინდა, დაგარწმუნოთ მოსახლეობა, თქვენ ბრძანდებით დაცული, ჩვენ, სახელისუფლო ვერტიკალთან ერთად, მოვახდენთ სიტუაციის სტაბილიზაციას ისე, რომ განსხვავებით ბევრი სხვა ქვეყნისგან, არ მივმართავთ მკაცრ ზომებს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
დღეს ამირან გამყრელიძეს, თენგიზ ცერცვაძეს, პაატა იმნაძეს, მარინა ეზუგბაიას, ლევან რატიანსა და კიდევ ოთხს ექიმს საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭათ.