თენგიზ ცერცვაძე - საერთო კოვზით ზიარება შეიცავს ინფექციის გავრცელების რისკს და განსაკუთრებული სამეცნიერო კვლევა ამისთვის საჭირო არ არის
თენგიზ ცერცვაძე - საერთო კოვზით ზიარება შეიცავს ინფექციის გავრცელების რისკს და განსაკუთრებული სამეცნიერო კვლევა ამისთვის საჭირო არ არის

საერთო კოვზით ზიარება შეიცავს ინფექციის გავრცელების რისკს და მას რაიმე განსაკუთრებული სამეცნიერო კვლევა არ სჭირდება, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

აღნიშნული განცხადება თენგიზ ცერცვაძემ გორში გააკეთა, სადაც სამხედრო ჰოსპიტალი მოინახულა.

„ყველას აქვს თავისი პოზიცია, ყველანი მაინც გამოვდივართ გარკვეულად იქედან, რომ ეს სენსიტიური თემაა. ყველანი პატივს ვცემთ ეკლესიას, საქართველოს ეკლესიას, მაგრამ მე ყოველთვის ვაფიქსირებდი და ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას – საერთო კოვზით ზიარება შეიცავს ინფექციის გავრცელების რისკს, ამისთვის რამე განსაკუთრებული სამეცნიერო კვლევა საჭირო არ არის“, – განაცხადა ცერცვაძემ.