თენგიზ ცერცვაძე - საარჩევნო უბნებზე არავინ დაინფიცირდება, რადგან იქ დაცვის ყველა ზომაა მიღებული, რისკებს წინასაარჩევნო კამპანია შეიცავს
საარჩევნო უბნებზე არავინ დაინფიცირდება, რადგან იქ დაცვის ყველა ზომაა მიღებული, რისკებს წინასაარჩევნო კამპანია შეიცავს, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძე განაცხადა.
მისი თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ის მინიმალური შეზღუდვები, რომელიც ქვეყანაში არსებობს, ყველამ უნდა დაიცვას
„არჩევნები რისკს ზრდის ერთი მიზეზის გამო, რომ საარჩევნო კამპანია ძალიან აქტიურ სტადიაშია და ის, მათ შორის მოიცავს ხალხმრავალ შეკრებებს, ამის მაგალითი იყო ბათუმში, სადაც არ იყო მიღებული ელემენტარული ზომები. თუ იმ რეგულაციებს, რაც მიღებულია ყველა აღასრულებს საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, რისკი დაბალია. თვითონ არჩევნები კი არ ქმნის რისკს, არამედ საარჩევნო პერიოდი, რადგან საარჩევნო უბნებზე ისეა ყველაფერი დალაგებული, ისეთი ზომებია მიღებული ყველა პირობის დაცვის თვალსაზრისით, რომ იქ არავინ დაინფიცირდება. საარჩევნო კამპანიის პერიოდი შეიცავს რისკებს“, – განაცხადა ცერცვაძემ.