თენგიზ ცერცვაძე - რაც უფრო მკაცრად დავიცავთ ყველა იმ შეზღუდვას, რომელსაც მთავრობა გვიწესებს, მით უფრო ჩქარა გავთავისუფლდებით ამ შეზღუდვებისგან
მთავარი რეკომენდაცია არის ის, რასაც დღეს აჟღერებს საქართველოს მთავრობა – დავრჩეთ სახლში, მოვახდინოთ სოციალური დისტანცირება, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
ცერცვაძის თქმით, რაც უფრო მკაცრად დავიცავთ ყველა იმ შეზღუდვას, რომელსაც მთავრობა გვიწესებს, მით უფრო ჩქარა გავთავისუფლდებით ამ შეზღუდვებისგან.
„მე ჩემეულ მოდიფიკაციას ვუკეთებ იმას, რასაც საქართველოს მთავრობა ამბობს, გავიჭირვოთ მაქსიმალურად, იმაზე მეტად, ვიდრე დღეს გვიჭირს. გავიჭირვოთ იმაზე მეტად, რომ ეს გაჭირვება რაც შეიძლება ჩქარა დამთავრდეს. პირდაპირ გეტყვით, რაც უფრო მკაცრად დავიცავთ ყველა იმ შეზღუდვას, რომელიც არსებობს, რომელსაც მთავრობა გვიწესებს, რაც უფრო მკაცრად დავიცავთ, მით უფრო ჩქარა გავთავისუფლდებით ამ შეზღუდვებისგან. რაც უფრო არ დავიცავთ, სანახევროდ დავიცავთ და ეს ნაკლებ დისკომფორტს შეგვიქმნის, ეს შეიძლება თვეები გაგრძელდეს. ახლა განმსაჯეთ რა გირჩევნიათ თქვენ, რომ დაიცვათ მკაცრად, გაიჭირვოთ მკაცრად ორი კვირა, მაქსიმუმ სამი კვირა და მერე მოიხსნას ეს ყველაფერი, ეკონომიკა გაიხსნას და ქვეყანა გადაურჩეს ეკონომიკურ რეცესიას, თუ გვირჩევნია, რომ სანახევროდ დავიცვათ უსაფრთხოების წესები და სამაგიეროდ ეს გაგრძელდეს თვეობით“? – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.