თენგიზ ცერცვაძე - ქვეყანა არ მიდის ლოკდაუნზე, რათა მოსახლეობამ დისკომფორტი არ იგრძნოს და არც საარჩევნო პროცესს მიადგეს ჩრდილი
სულ ახლახან ამოქმედდა ახალი გაიდლაინი, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი ბინაზე დარჩენილ პაციენტებს როგორ უნდა მივხედოთ და ვუმკურნალოთ, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
ამასთან, როგორც ცერცვაძე ამბობს, კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდის მიუხედავად, ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები და ჩაკეტვები არ მოქმედებს, რადგან მოსახლეობამ დისკომფორტი არ იგრძნოს, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში.
„სულ ახლახან ამოქმედდა ახალი გაიდლაინი, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი ბინაზე დარჩენილ პაციენტებს როგორ უნდა მივხედოთ და ვუმკურნალოთ. ზოგიერთი კითხულობდა, ბინაზე დარჩენილებმა რა ქნან, სარგებლობდნენ ჩვენი ექიმების ცალკეული მითებებით, ცალკეული პოსტებით, ცალკეული წერილებით, დღეიდან ისინი ისარგებლებენ გაიდლაინებით. ახალი შემთხვევების მზარდ რაოდენობას ვერ ავცდებით, თუ არ შემოვიღებთ ლოკდაუდაუნს, თუ არ შემოვიღებთ კარანტინს და ჩაკეტვებს, რისი გაკეთებაც ჩვენს ქვეყანას არ უნდა, განსხვავებით ევროპისა და ამერიკის სხვა ქვეყნებისგან. იქ იცით, ზოგან მთელი ლოკდაუნია, მაგალითად, ისრაელი, ჩეხეთი, ზოგან ნაწილობრივი – საფრანგეთი, ესპანეთი, ინგლისი, ასევე გერმანია, რომელსაც მთელი სამხრეთი ჩაკეტილი აქვს. ჩვენ ამაზე არ მივდივართ, რათა მოსახლეობამ არ განიცადოს ის სერიოზული დისკომფორტი, რაც მას მარტსა და აპრილსში ჰქონდა და არ მოხდეს ეკონომიკის ხელმეორედ გაჩერება. პლუს ძალიან მნიშვნელოვანი საარჩევნო პროცესი, რათა საარჩევნო პროცესს ჩრდილი ოდნავ არ მიადგეს და არ თქვას ვინმემ, რომ ვერ გამოიჩინა სათანადო აქტივობა, მიტინგები იქნება ეს, თუ შეკრებები, რადგან იყო ლოკდაუნი ან ჩაკეტვა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.