თენგიზ ცერცვაძე - პროფესორმა ფაუჩიმ 14 აპრილს წერილი გამოაგზავნა ჩვენთან, სადაც წერს, რომ მიესალმება საქართველოს უკიდურესად წარმატებულ საქმიანობას
პროფესორმა ფაუჩიმ 14 აპრილს წერილი გამოგზავნა ჩვენთან, სადაც ის წერს, რომ მიესალმება საქართველოს უკიდურესად წარმატებულ საქმიანობას კოვიდში, – ამის შესახებ შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისივე განცხადებით, საქართველოს წარმატებას ბევრი ქვეყანა აღიარებს.
„ერთ-ერთი ამერიკული გამოცემა „ფორინ პოლისი“ პირდაპირ ამბობს, რომ საქართველო არის მსოფლიოში ხუთ ყველაზე წარმატებულ ქვეყანას შორის კორონავირუსთან მართვაში. ასევე ჩვენი მთავრობა მადლობებს იღებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელობისგან, ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის, აშშ-ის მთავრობებისგან. პროფესორმა ფაუჩიმ, რომელიც ძალიან ხშირად ეპაექრება ყველას და მათ შორის პრეზიდენტ ტრამპს, წერილი გამოგზავნა ჩვენთან 14 აპრილს, ჩვენ მასთან 20-წლიანი პარტნიორობა გვაკავშირებს. წერილში ის წერს, რომ მიესალმება საქართველოს უკიდურესად წარმატებულ საქმიანობას კოვიდში“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.