თენგიზ ცერცვაძე - პაციენტების პლაზმა, რომელიც შეიცავს ანტისხეულებს, გამოვიყენეთ ორ შემთხვევაში და ორივე ავადმყოფი გამოჯანმრთელდა
თენგიზ ცერცვაძე - პაციენტების პლაზმა, რომელიც შეიცავს ანტისხეულებს, გამოვიყენეთ ორ შემთხვევაში და ორივე ავადმყოფი გამოჯანმრთელდა

პაციენტების პლაზმა, რომელიც შეიცავს ანტისხეულებს, გამოვიყენეთ სულ ორ შემთხვევაში და ორივე ავადმყოფი გამოჯანმრთელდა, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, პლაზმით მკურნალობა გაგრძელდება, თუმცა დონორის მოპოვება ადვილი არ რის.

„უნდა იყვნენ დონორები, რომლებიც თანახმა არიან, მაგრამ ყველა დონორის პლაზმა არ ვარგა. პლაზმა უნდა შეიცავდეს ანტისხეულებს მაღალი კონცენტრაციით. ამიტომ 10 დონორს რომ ვსინჯავთ, იქიდან ერთის პლაზმაა მარტო გამოსადეგი. ამიტომ ვერ გამოიყენება ეს მეთოდი ფართოდ და გამოიყენება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როცა სხვა მედიკამენტის მკურნალობა შედეგს არ იძლევა. ყველა გამოჯანმრთელებული პაციენტი, ვინც სურვილს გამოთქვამს რომ სხვას დაეხმაროს, ყოველდღე ხდება პლაზმის აღება, მაგრამ პლაზმების მეტი ნაწილი არ არის გამოსადეგარი. ამჟამად გვაქვს სამი თუ ოთხი გამოსადეგი პლაზმა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.