თენგიზ ცერცვაძე - ორიგინალი წარმოების 10 000 კოლოფი „რემდესივირი“ ამერიკიდან საქართველოში გამოიგზავნა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ორიგინალი წარმოების 10 000 კოლოფი „რემდესივირი“ ამერიკიდან საქართველოში გამოიგზავნა.
როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, კომპანია „გილიადმა“ გადაწყვეტილება გამონაკლისის სახით მიიღო.
„ამერიკიდან უკვე გამოიგზავნა. კომპანია „გილიადს“ მივმართეთ თხოვნით და გამონაკლისის სახით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მოგვეწოდება 10 000 კოლოფი „რემდესივირი“, თანაც არა ინდური, არამედ ბრენდის, ამერიკული, ორიგინალი წარმოების მოგვეწოდება. რამდენადაც ვიცი, ის გუშინ გამოიგზავნა ამერიკიდან და დღეს ან ხვალ უნდა ჩამოვიდეს“, – განაცხადა ცერცვაძემ.