თენგიზ ცერცვაძე - მოსახლეობა თუ დაიცავს წესებს, ატარებს პირბადეს, ვირუსის შემთხვევები არ მოიმატებს, ჯერჯერობით სამაგალითო ქვეყანა ვართ, ვინარჩუნებთ ინფიცირების დაბალ დონეს
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ შეზღუდვების მოხსნის ფონზე ინფიცირების შემთხვევების შესაძლო მატებასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ მოსახლეობა დაიცავს ელემენტალურ წესებს, როგორიცაა პირბადის ტარება და სოციალური დისტანცია, ეპიდვითარება არ გაუარესდება.
ცერცვაძის თქმით, ბოლო პერიოდში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა 400-ს არ გასცდენია, რასაც კლინიკური სექტორი უმკლავდება.
„რა თქმა უნდა, არის რისკი ახალი შემთხვევების მომატების, მით უმეტეს, როცა ჯერ ვაქცინა არაა, მაგრამ ამ მიმართულებით ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენს ხელშია. თუ მოსახლეობა დაიცავს ელემენტარულ წესებს და ატარებს პირბადეს, დაიცავს სოციალურ დისტანცირებას, მატება არ იქნება. ჩვენ ჯერჯერობით სამაგალითო ქვეყანა ვართ, რომ ვინარჩუნებთ ინფიცირების ძალიან დაბალ დონეს, 400-ს ზემოთ არ წასულა შემთხვევები. ამ რაოდენობას კლინიკური სექტორი თავისუფლად აუდის. ამის შესანარჩუნებლად, აუცილებელია, არ ვთქვათ უარი პირბადეზე“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.