თენგიზ ცერცვაძე - მგონია, რომ კორონავირუსის მეორე ტალღა საქართველოში იქნება უთუოდ შემოდგომაზე, მაგრამ არა ისეთი ძლიერი, როგორიც იყო პირველი ტალღა
თენგიზ ცერცვაძე - მგონია, რომ კორონავირუსის მეორე ტალღა საქართველოში იქნება უთუოდ შემოდგომაზე, მაგრამ არა ისეთი ძლიერი, როგორიც იყო პირველი ტალღა

მე გამოვთქვამ ჩემს, როგორც ერთი სპეციალისტის, ექსპერტის აზრს – მოველი და მგონია, რომ მეორე ტალღა საქართველოში იქნება უთუოდ შემოდგომაზე, მაგრამ არ იქნება ის ისეთი ძლიერი, როგორიც იყო პირველი ტალღა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„ეს ჩემი რწმენაა, რომ ვინაიდან ქვეყანამ ისწავლა ოპტიმალური რეაგირება და დროული ინტერვენციების გატარება, აი, ამ შემთხვევების მატებისთანავე მყისიერად, იმედი მაქვს, რომ საქართველო არ დაუშვებს, რომ მეორე ტალღა იყოს ძალიან ძლიერი და დამანგრეველი, როგორც ამას მოელიან ბევრ სხვა ქვეყანაში. მინდა, დავარწმუნო ჩვენი მოსახლეობა – მაშინაც კი, თუ მეორე ტალღის დროს იქნება ასე თუ ისე სერიოზული მატება დაავადების შემთხვევების, კლინიკური სექტორი მეორე ტალღას შეხვდება სრულ მზადყოფნაში, დაგროვილი გამოცდილებით“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.