თენგიზ ცერცვაძე - მართლდება ოპტიმისტური პროგნოზები, პიკი არ გამოდგა ციცაბო
მართლდება ის ოპტიმისტური პროგნოზები, რომელსაც ექსპერტები გამოთქვამდნენ, პიკი არ გამოდგა ციცაბო, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო დღეებში თანდათან მცირდება კოვიდინფიცირებული პაციენტების რიცხვი.
„დღეისთვის, ქვეყანაში არის 626 პაციენტი. ბოლო დღეებში თანდათან მცირდება პაციენტების რიცხვი. მართლდება ის ოპტიმისტური პროგნოზები, რომელსაც ექსპერტები გამოთქვამდნენ, რომ სადღაც აპრილის ბოლოსთვის იქნებოდა პიკი, შემდეგ პლატო და შემდგ ქვევით წავიდოდა. ახლა არის პლატო, ის პიკი არ გამოდგა ციცაბო პიკი და გამოდგა ასეთი სწორი, პლატოსებური“, – განაცხადა ცერცვაძემ.