თენგიზ ცერცვაძე - „კოვიდ-19“ ნაყოფზე არ მოქმედებს და ორსულებში რაიმე განსაკუთრებული განსხვავებები არ არის დაფიქსირებული
თენგიზ ცერცვაძე - „კოვიდ-19“ ნაყოფზე არ მოქმედებს და ორსულებში რაიმე განსაკუთრებული განსხვავებები არ არის დაფიქსირებული

„კოვიდ-19“ ნაყოფზე არ მოქმედებს და საერთოდ, ორსულებში რაიმე განსაკუთრებული განსხვავებები არ არის დაფიქსირებული, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“.

მისი თქმით, ორსულებზე ყველა ის უნივერსალური რეკომენდაცია ვრცელდება, რაც არაორსულებზე. 

​„კოვიდ-19“ ახალია და მის შესახებ ყველაფერი არ ვიცით, მაგრამ დღევანდელი ცოდნით, ის ნაყოფზე არ მოქმედებს და საერთოდ, ორსულებში რამე განსაკუთრებული განსხვავებები არ არის დაფიქსირებული. განსხვავებით, მაგალითად, გრიპისგან, რომლისთვისაც ორსულები ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფია და, პირველ რიგში, სწორედ ორსულებს ვურჩევთ აცრას. ჩვენ მათ ვურჩევთ, ორსულობის პერიოდში თავი აარიდონ გრიპით დაინფიცირებას, აქ კი ასეთი რამ არ არის. ორსულებზე ყველა ის უნივერსალური რეკომენდაცია ვრცელდება, რაც არაორსულებზე“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.