თენგიზ ცერცვაძე - კორონავირუსმა შესაძლოა, გრძელვადიან პერსპექტივაში დატოვოს კვალი სასუნთქი ან სხვა ორგანოთა სისტემის დაზიანების მხრივ
თენგიზ ცერცვაძე - კორონავირუსმა შესაძლოა, გრძელვადიან პერსპექტივაში დატოვოს კვალი სასუნთქი ან სხვა ორგანოთა სისტემის დაზიანების მხრივ

კორონავირუსმა შესაძლოა, დატოვოს კვალი გრძელვადიან პერსპექტივაში სასუნთქი სისტემის ან სხვა ორგანოთა სისტემის დაზიანების მხრივაც, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“ განაცხადა.

მისივე თქმით, ამას აჩვენებს პირველადი კვლევის შედეგები, რომელიც ჯერ არ არის დადასტურებული.

„ესეც ამ დაავადების ერთ-ერთი ვერაგი თავისებურებაა, რაც თავიდან არ ვიცოდით. თავიდან ვფიქრობდით, რომ ეს ჩვეულებრივი ვირუსული პნევმონიაა, რომ მთავარია ავადმყოფი არ დაგეღუპოს და თუ ის გადარჩება, აბსოლუტურად გაჯანმრთელებული იქნება. ახლა გამოჩნდა კვლევის შედეგები, ჯერ ეს დადასტურებული არ არის, მაგრამ ამბობს, რომ შესაძლებელია ამ დაავადებამ დატოვოს კვალი გრძელვადიან პერსპექტივაში სასუნთქი სისტემის ან არამარტო სასუნთქი სისტემის, სხვა ორგანოთა სისტემის დაზიანების მხრივაც. თუმცა ჯერ ეს მხოლოდ პირველი შედეგებია და პირველი კვლევის  ვარაუდებია. ჯერ ეს დადასტურებული არ არის“,- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.