თენგიზ ცერცვაძე - გვიკავშირდებიან გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, ჩვენგან იღებენ კონსულტაციებს, ორშაბათს ამერიკიდან გვაქვს ჩართვა
მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სპეციალისტები კორონავირუსთან ბრძოლის საკითხზე კონსულტაციებს ქართველ ეპიდემიოლოგებთან გადიან, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„არ ვიცი, რატომ გვაქვს ეს რაღაც საკუთარი თვითდამცირების განწყობა, რომ აუცილებლად სხვაგან უკეთესია. რომელი მოდელი ჯობია დღეს? პირდაპირ ვამბობ, არც ერთი არ ჯობია დღეს ჩვენს მოდელს. ჩვენგან იღებენ მაგალითებს. ამის შესახებ ცნობილია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს. ყოველდღე გვიკავშირდებიან წამყვანი ქვეყნებიდან: გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ჩვენგან იღებენ კონსულტაციებს. ორშაბათს ტეხასიდან, ამერიკიდან გვაქვს ჩართვა და ჩვენგან უნდა მიიღონ კონსულტაციები“, – განაცხადა ცერცვაძემ.