თენგიზ ცერცვაძე - გამორიცხულია, სრულიად უსიმპტომო პაციენტს პლაქვენილს აძლევდნენ, საიდან მოიტანეს, რომ ამირან გამყრელიძის შვილი უსიმპტომო იყო, ორმხრივი პნევმონია ჰქონდა და 28 დღე იწვა კლინიკაში
თენგიზ ცერცვაძე - გამორიცხულია, სრულიად უსიმპტომო პაციენტს პლაქვენილს აძლევდნენ, საიდან მოიტანეს, რომ ამირან გამყრელიძის შვილი უსიმპტომო იყო, ორმხრივი პნევმონია ჰქონდა და 28 დღე იწვა კლინიკაში

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულ სრულიად უსიმპტომო პაციენტთან პრეპარატი პლაქვენილი არ ინიშნება.

მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება საუბარი, რომ ამირან გამყრელიძის შვილს სიმპტომები არ აღენიშნებოდა, თუმცა პლაქვენილს მაინც იღებდა.

კერძოდ, ცერცვაძის განმარტებით, ნიკოლოზ გამყრელიძეს ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა და პნევმონიის დროს პლაქვენილი ულაპარაკოდ ინიშნება.

„სულ ერთეულმა ადამიანმა დაუჭირა გურულს მხარი, ისიც ცალყბად და ერთ-ერთმა ახსენა ერთი ცნობილი გვარი, რომ, აბა, რატომ იღებდა ეს ბიჭი პლაქვენილსო, თუ უსიმპტომოები არ იღებენო. ალბათ ხვდებით ვიზეც არის საუბარი, ბატონი ამირანის შვილზე. საიდან მოიტანეს რომ უსიმპტომო იყო, ორმხრივი პნევმონია ჰქონდა და დაახლოებით ერთი თვე, 28 დღე იწვა კლინიკაში, რას ჰქვია უსიმპტომო იყო? უსიმპტომო კი არ იყო, სწორედაც უნდა მიეღო პლაქვენილი“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მან ასევე უპასუხა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტს პლაქვენილით მკურნალობენ და აღნიშნა, რომ შესაძლოა, ექიმმა ასე ჩათვალა საჭიროდ.

თუცმცა, ცერცვაძის თქმით, გამორიცხულია, სრულიად უსიმპტომო პაციენტს ამ პრეპარატს უნიშნავდნენ.

„არ ვიცი რესპუბლიკურში ვინ წევს. შეიძლება, რომელიმე ექიმმა ჩათვალოს, რომ მაინც სჭირდება, ვიღაცამ ჩათვალოს, რომ არ სჭირდება, მაგრამ სრულიად უსიმპტომოს გამორიცხულია,  აძლევდნენ. მსუბუქი და საშუალო სიმპტომების დროს შეიძლება, ზოგიერთმა ექიმმა გადაწყვიტოს, რომ, მოდი, მაინც მივცეთ, რათა უფრო სწრაფად გამოჯანმრთელდეს. პლაქვენილი ამსუბუქებს დაავადების მიმდინარეობას და აჩქარებს ვირუსის განდევნას, არაფერი ამით არ შავდება. რომ ამბობენ, პლაქვენილი საშინელებაა, გადახედეთ რევმატოლოგებს, რევმატოლოგები საშინელ დღეში ჩავარდნენ ჩვენ რომ პლაქვენილის გამოყენება დავიწყეთ, გაქრა მოხმარებიდან პლაქვენილი. თვეობით და წლობით უნიშნავენ პლაქვენილს, ელემენტარული სახსრების ტკივლის გამო, არავის გამოუთქვამს ამაზე რაიმე მოსაზრება. დარწმუნებული ვარ, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მთლად ტყუილად არ მისცემდნენ მას. სავარაუდოდ, მას რაღაც სიმპტომები ჰქონდა. პლაქვენილს ვაძლევთ, როცა პაციენტს აქვს მწვავე რესპირაციული ინფექციის სიმპტომები, ცხელება 38 და მეტი, ძლიერი ხველა, ძლიერი საერთო სისუტე, გონიერების დაბინდვა და ხველა. რაც მთავარია, რენდგენოლოგური პნევმონია. რენდგენზე თუ გამოჩნდა პნევმონია, იქ ულაპარაკოდ უნდა მივცეთ“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ და დასძინა, რომ ჯერჯერობით პრეპარატის დეფიციტი არ არის.