თენგიზ ცერცვაძე - ერთ-ერთი ინფიცირებული ვარაუდობს, რომ კორონავირუსი ფულით გადაედო, მაგრამ ეს არავინ იცის
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი პირი ვარაუდობს, რომ შესრულებული საქმის სანაცვლოდ აღებული ფულით შეიძლებოდა გადაცემოდა ინფექცია.
საუბარია იმ რვა ინფიცირებულთაგან ერთ-ერთ პირზე, რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა.
„ერთი ინფიცირებული არის პიროვნება, რომელიც წევს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში და ის იმყოფებოდა კონტაქტში იტალიიდან ჩამოსულ ერთ პიროვნებასთან, რომლისგანაც კიდევ სამი ადამიანი დასნეულდა, პაციენტ ნომერ ხუთთან, ვინც ნომერ ოთხთან ერთად იყო იტალიაში.
ეს ახალი ინფიცირებული მშრომელი კაცია, ასრულებდა თავის მოვალეობას. რაღაც სამუშაო შეასრულა, თავად როგორც ამბობს, ფული აიღო თავის საქმეში და ვარაუდობს, რომ ამ ფულით შეიძლება გადაედო, მაგრამ ეს ზუსტად არავინ იცის“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.