თენგიზ ცერცვაძე - დიახ, ახლა მრევლის ხელშია ჩვენს ქვეყანაში ეპიდემიის განვითარების სცენარი
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ მრევლის ხელშია საქართველოში ეპიდემიის განვითარების სცენარი.
როგორც თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, ახლა საჭიროა, რაც შეიძლება ნაკლები პაციენტი მოხვდეს კლინიკებში.
„ამ ეტაპზე, გვჭირდება, რომ შემოვიდეს ნაკლები პაციენტი, რაც ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ეს დამოკიდებულია საზოგადოებაზე და უახლოესი სამი დღის განმავლობაში უპირველესად მრევლზე; მრევლი გადაწყვეტს ამ დაავადების ბედს საქართველოში. გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ მრევლის ხელშია საქართველოში ეპიდემიის განვითარების სცენარი. ასეთი ფორმულირებით არასოდეს მითქვამს და მგონი, არც სხვებს უთქვამთ, რომ დიახ, ახლა მრევლის ხელშია ჩვენს ქვეყანაში ეპიდემიის განვითარების სცენარი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.