თენგიზ ცერცვაძე - დავიცვათ შედარებით რბილი წესები, რათა არ დაგვჭირდეს მათი გამკაცრება
ძალით თუ მოვინდომეთ, რომ ეს ძლივს, თითოეული ჩვენგანის სისხლის ფასად მიღწეული სტაბილიზაცია ჩვენივე ხელით დავანგრიოთ, მაშინ დადგება დღის წესრიგში გამკაცრების აუცილებლობა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში არსებული ზომები უსაფრთხოების კუთხით საკმარისია.
„საქართველოში ეპიდემიის განვითარების სცენარი არ არის დრამატული, არის ერთ-ერთი საუკეთესო ევროპასა და ამერიკაში. ამიტომ ზომების კიდევ უფრო გამკაცრება არ მიმაჩნია საჭიროდ. თუ ექნება ისევ ისეთ უპასუხისმგებლობის გამოვლინებებს ადგილი, როგორსაც მარნეულში ჰქონდა გუშინ, თუ ძალით მოვინდომეთ, რომ ეს ძლივს, თითოეული ჩვენგანის სისხლის ფასად მიღწეული სტაბილიზაცია ჩვენივე ხელით დავანგრიოთ, მაშინ დადგება დღის წესრიგში გამკაცრების აუცილებლობა. გვინდა, ყველას მოვუწოდოთ, რომ დავიცვათ ეს შედარებით რბილი წესები, რომ არ დაგვჭირდეს მათი გამკაცრების აუცილებლობა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.