თენგიზ ცერცვაძე - დაინფიცირდა ინგლისის პრემიერი, რომლის დაცვის ხარისხში ეჭვი არ გვეპარება, რუსეთში, სადაც დიქტატორული რეჟიმია, დაინფიცირდა პრემიერი და რა გასაკვირია, რომ დაინფიცირდეს ექიმი, რომელიც 24 საათს ატარებს ავადმყოფთან
დაინფიცირდა ინგლისის პრემიერი, რომლის დაცვის ხარისხში ეჭვი არ გვეპარება, რუსეთში, სადაც დიქტატორული რეჟიმია, დაინფიცირდა პრემიერი და რა გასაკვირია, რომ დაინფიცირდეს ექიმი, რომელიც 24 საათს ატარებს ავადმყოფთან, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
„ექიმების თვალსაზრისითაც, გადახედეთ ევროპაში რამდენი მედიცინის მუშაკია ინფიცირებული და ნახეთ, 72 იმასთან შედარებით, ბევრია, თუ ცოტაა. ეს არის ძალიან საშიში გადამდები ავადმყოფობა. ინგლისის პრემიერ-მინისტრი, რომლის დაცვის ხარისხში მგონი ეჭვი არ გეპარებათ, დაინფიცირდა. დაინფიცირდნენ სასულიერო პირები, დაინფიცირდნენ და გარდაიცვალნენ ექიმები და მოღვაწეები იტალიაში, აშშ-ში, ჩინეთში. რუსეთში, სადაც დიქტატორული რეჟიმია, კაბინეტის ორი წევრი, მათ შორის პრემიერ-მინისტრი დაინფიცირდა. რა არის გასაკვირი, რომ დაინფიცირდეს ექიმი, რომელიც 24 საათს ატარებს ავადმყოფთან ან სასწრაფოს ექიმი, რომელიც უამრავ გამოძახებაზე გადის და ყოველთვის არ იცის კოვიდიანთან აქვს საქმე თუ არა.
იცით, რა ძნელია კომბინიზონის ჩაცმა, სათვალეებისა და შლემების გაკეთება. სათქმელად არის იოლი, თორემ იცით, რა ძნელია იგივე გახდის დროს, საკმარისია ერთი ხელთათმანი ან ერთი ხალათი არასწორად გაიხადო, რომ ინფიცირებულ ადგილთან გიხდება შეხება“, – განაცხადა ცერცვაძემ.
ცერცვაძემ განმარტება გააკეთა იმასთან დაკავშირებითაც, თუ რატომ შეიძლება მოხდეს ისე, რომ ტესტმა მცდარი პასუხი აჩვენოს.
მედიცინა არ არის მათემატიკა, მედიცინაში არაფერი არ არის 100 %-იანი და გარანტირებული, რადგან ცოცხალ ადამიანთან და ორგანიზმთან გაქვს საქმე. ტესტი, რომელიც ოქროს სტანდარტად ითვლება, იმიტომ ითლება, რომ სხვებს ჯობია, მაგრამ ის არ არის 100%-იანი, ცდომილებას იძლევა უამრავი მიზეზით, შეიძლება უფრო ხშირად იმ ტესტში რაღაცა ხარვეზი იყოს. რომ ნახოთ, როგორ იღებენ ცხვირ-ხახიდან მასალას, სპეციალური ჩხირით შედიან ცხვირ-ხახაში, იქ ყველა ადგილიდან ცდილობენ, რომ აიღონ. ელემენტარულია, რომ შეიძლება ის ვირუსი იმ უბანში არ მოხვდა და მოგცემს უარყოფით შედეგს. ეს იშვიათია და ხდება ასე“, – განაცხადა ცერცვაძემ.
მისივე თქმით, სასწრაფო დახმარების ექიმების ინფიცირების შემთხვევების შემცირების ერთ-ერთი გზა იქნება ის, რომ გამოძახებაზე შესაბამისი ეკიპირებით წავიდნენ და ყველა ავადმყოფი განიხილონ როგორც „კოვიდის“ შესაძლო შემთხვევა.
„სასწრაფო დახმარების თანამშრომლების დაინფიცირების ნაწილი იმანაც გამოიწვია, რომ ყოველთვის არ იცოდნენ, კოვიდიანთან, თუ „არაკოვიდიანთან მიდიოდნენ. ჩვენთან ხომ ყველაფერზე მყისიერი რეაქცია არის. ჩემის აზრით წარმატების საიდუმლო არის, რომ როცა რაღაც შეცდომას, ან რაღაც ხარვეზს ან გაუთვალისწინებელ რაღაცას ნახულობენ, მყისიერი რეაქცია ხდება.
როგორც კი ნახეს, რომ სასწრაფოებმა, რომელიღაც ავადმყოფთან არ დაიცვეს თავი, ისე როგორც იცავენ კოვიდიანებთან, მყისვე მიიღეს ინსტრუქცია, რომ ყველა ავადმყოფი განიხილონ როგორც „კოვიდიანი“. ეს ძალიან მართალია, ეს იქნება ერთ-ერთი გზა ექიმების ინფიცირების შემცირების.
შესაძლოა მეტი ტრენინგია საჭირო. თქვენ ვერ წარმოიდგენთ ისეთი ნიუანსებია იმ ჩაცმა-დახურვის დროს. აქ ტრენინგები საჭიროა კიდევ. ვინც პასუხისმგებელი, ამის გაძლიერებას აპირებენ. ეკიპირების ნაკლებობა ნამდვილად არ არის“, – აღნიშნა ცერცვაძემ.