თენგიზ ცერცვაძე - ჩვენთან რაც კეთდებოდა, კეთდებოდა კარგად და ხარისხიანად, ამის დადასტურებაა საქართველოს საუკეთესო ქვეყნებს შორის დასახელება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, როცა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია და გამოცემა საქართველოზე ლაპარაკობს, როგორც კორონავირუსის მართვაში საუკეთესო მაგალითზე, ნიშნავს იმას, რომ საქართველოში სახელმწიფო ვერტიკალმა კარგად იმუშავა, ყველა საპასუხო ღონისძიება დროულად, ეფექტიანად და ადეკვატურად გატარდა.
„ეს ყველაფერი დაინახეს და შეფასდა ყველაზე ავტორიტეტული საერთშორისო ინსიტუტუციების, ქვეყნების, ლიდერების, ექსპერტებისა და წამყვანი გამოცემების მიერ. „ფორინ პოლისი“ რომ ხუთ საუკეთესო ქვეყანაში დაგასახელებს, „ვაშინგტონ პოსტი“ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ორჯერ რომ მოგიხსენიებს სტატიაში, როგორც საუკეთესო მაგალითს, თქვენ მიერ ხსენებულ კვლევაში („დიფ ნოლიჯ გრუფის“ კვლევა) რომ მოხვდები საუკეთესოთა შორის, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან რაც კეთდებოდა, კეთდებოდა ხარისხიანად და კარგად, ეს არის ამის დადასტურება“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
„დიფ ნოლიჯ გრუფის“ კვლევის თანახმად, „კოვიდ-19“-ის უსაფრთხოების რეიტინგში საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ლიდერია.