თენგიზ ცერცვაძე - ჩინურ ვაქცინას უკვე აქვს მკაცრი მარეგულირებლების რეკომენდაცია, საქართველო ელოდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარებას
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ჩინურ ვაქცინას უკვე აქვს რამდენიმე მკაცრი მარეგულირებლის რეკომენდაცია.
მისივე თქმით, საქართველო ელოდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღნიშნული ვაქცინის აღიარებას.
„ჩვენ ამ შემთხვევაში ვუყურებთ მკაცრი მარეგულირებლის გადაწყვეტილებას. რამდენადაც ვიცი, ჩინურ ვაქცინას უკვე აქვს ერთი, თუ ორი მკაცრი მარეგულირებლის რეკომენდაცია. ახლა ჩვენები ელოდებიან, როცა ეს ვაქცინა მიიღებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარებას. ალბათ კარგია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩინური ვაქცინით იცრებიან თავიდან ბოლომდე თურქეთი, აზერბაიჯანი, ბრაზილია, არაბთა გაერთიანებული ემირატები და ძალიან ბევრი საკმაოდ შეძლებული, გავლენიანი ქვეყანა და თვითონ ჩინეთი“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.