თენგიზ ცერცვაძე - ანტისხეულის მატარებელი პიროვნება შესაძლოა, იყოს ინფექციის გადამტანი, თუ ჯერ ვირუსი მისი ორგანიზმიდან არ გამქრალა
ანტისხეულის მატარებელი პიროვნება შესაძლოა, იყოს ინფექციის გადამტანი, თუ ჯერ ვირუსი მისი ორგანიზმიდან არ გამქრალა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
„შეიძლება პაციენტს ჰქონდეს ვირუსიც და ჰქონდეს ანტისხეულებიც. დიდხანს არ გრძელდება ეს პერიოდი, მაგრამ ამ დროს ის გადამდებია. მაგრამ თუ მას ცოცხალი ვირუსი ორგანიზმში აღარ ჰყავს, ანუ მყისიერით უარყოფითია გამოკვლევის შედეგი და აქვს მხოლოდ ანტისხეულები, მაშინ ის არ არის გადამდები“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.