თენგიზ ცერცვაძე - ახალი შემთხვევების დრამატული ზრდა აღინიშნება, თუმცა საპანიკო არ არის, რადგან ყველა საჭირო რესურსი მობილიზებულია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ახალი შემთხვევების დრამატული ზრდა აღნიშნება, თუმცა ყველა საჭირო რესურსი მობილიზებულია.
ცერცვაძე ამბობს, რომ ქვეყანა ვირუსის შემთხვევების გაზრდილ რაოდენობას უმკლავდება.
„ბოლო ერთი თვის განმავლობაში აღინიშნება ახალი შემთხვევების დრამატული ზრდა, რომელმაც თითქმის 2000-ს მიაღწია. ეს ბევრია, მაგრამ არ არის საპანიკო, რადგან გაზაფხულის და ზაფხულის პერიოდში, როდესაც გვქონდა ძალიან ცოტა შემთხვევები, ქვეყანამ მოახერხა, გამოეყენებინა ეს დრო იმისთვის, რომ ყველა საჭირო რესურსის მობილიზება მოეხდინა. იგულისხმება რეანიმაციული საწოლები, ექიმები, ოჯახის ექიმები, საშუალო პერსონალი. ამჟამად ქვეყანა პაციენტების გაზრდილ რაოდენობას საკმაოდ წარმატებით მართავს, რაც გამოიხატება იმაში, რომ მიუხედავად გაზრდილი რაოდენობისა, ქვეყანა ინარჩუნებს სტატუსს – ევროპის 49 ქვეყანასა და ამერიკის ქვეყნებს შორის საქართველო დღემდე ინარჩუნებს სიკვდილობის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს და დადასტურებული შემთხვევებიდან სიკვდილობის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ პროცენტს. ჩვენთან დადასტურებული შემთხვევებიდან მხოლოდ 0,7 პროცენტია გარდაცვლილი“, – განაცხადა ცერცვაძემ.