თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ შემთხვევების მატების ფონზე, ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნა არასწორი იქნება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე შეზღუდვის გაუქმება არსებულ სიტუაციაში არასწორი იქნება.
„ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმებაზე დაახლოებით ერთი კვირის წინ იყო ლაპარაკი, მაგრამ ახლა, როცა ბოლო სამ დღეში შემთხვევებმა 600-ს გადააჭარბა, კომენდანტის საათის გაუქმებას ვერაფრით ჩავთვლით მიზანშეწონილად, მით უმეტეს რომ ეს ერთადერთი შეზღუდვაა ფაქტობრივად, სხვა ყველაფერი გაუქმებულია. ახლა, როცა ზრდა დაიწყო, სწორი არ იქნება, რომ ჩვენ ამას არაადეკვატურად ვუპასუხოთ კომენდანტის საათის მოხსნით“, – განაცხადა ცერცვაძემ.