თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ჯერჯერობით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე არავითარი საუბარი არ არის
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ჯერჯერობით საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ იგეგმება.
„საგანგებო მდგომარეობაზე ჯერ არ ყოფილა საუბარი. დღეს რაიმე განწყობა ხელმძღვანელობაში, რომ საგანგებოს აპირებენ, არ ყოფილა. იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, ეს ჩემი ვარაუდია, თუ ინფიცირებულთა რაოდენობა რამდენჯერმე გაიზარდა და რაც მთავარია, თუ დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ინფიცირებულებმა არ იციან, ვისგან დაინფიცირდნენ და კონტაქტის მოძიება შეუძლებელია. ჯერჯერობით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების არავითარი არც მზაობა და არც რაიმე ვარაუდი არ არის“ ,- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.