ტენესის შტატში სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ინციდენტი ნეშვილის ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში მოხდა.
პოლიცია იუწყება, რომ დამნაშავე ლიკვიდირებულია.
„ბიბისის“ ცნობით, სკოლაში, რომელშიც სროლის ხმა გაისმა, 200 მოსწავლეა რეგისტრირებული. მოსწავლეების ასაკი საშუალოდ 11-12 წელია.
სამართალდამცავებმა მოსწავლეების მშობლები სკოლის სიახლოვეს დაიბარეს.