ტენესის შტატის ქალაქ ნეშვილში, ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად მოკლულია, სულ მცირე, სამი ბავშვი და სამი ზრდასრული
ტენესის შტატის ქალაქ ნეშვილში, ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად მოკლულია, სულ მცირე, სამი ბავშვი და სამი ზრდასრული. ნეშვილის პოლიციის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ასევე გარდაცვლილია თავდასხმაში ეჭვმიტანილი, თუმცა პოლიციაში მისი სიკვდილის გარემოებები არ დაუკონკრეტებიათ.
ხელისუფლების ცნობით, თავდამსხმელი მოზარდი გოგონაა, რომელიც სამი ცეცხლსასროლი იარაღით იყო შეიარაღებული.
სროლა კერძო ქრისტიანულ სკოლაში მოხდა. სკოლის ვებგვერდის ცნობით, სკოლაში დაწყებითი კლასების დაახლოებით 200-მდე მოსწავლე სწავლობს.