კუნძულ ტენერიფეზე კლუბში სცენის ჩანგრევის შედეგად 22 ადამიანი დაშავდა.
ინციდენტი Butterfly Disco Pub-ში დილით მოხდა. რამდენიმე ადამიანს ფეხის მოტეხილობა აღენიშნება.
როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, დაშავებულებს შორი არიან საფრანგეთის, რუმინეთის და ბელგიის მოქალაქეებიც. დაზარალებულებიდან ორის ჯანმრთელობის მდგომაროება მძიმეა.
თვითმხილველები ყვებიან, რომ საცეკვაო მოედანი მაშინ ჩაინგრა, როდესაც კლუბში ათობით ადამიანი ცეკვავდა. ისინი შენობის სარდაფში ჩავარდნენ.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების მანქანები და მეხანძრეებიც. კლუბიდან დაშავებულების ამოყვანას მათ რამდენიმე საათი მოანდომეს.