პრეზიდენტობის კანდიდატი თემურ შაშიაშვილი წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავს აჭარაში. მხარდამჭერებს იგი დღეს ბათუმის მწერალთა სახლში შეხვდა და საკუთარი პროგრამა გააცნო.
“მე ხალხს ვთხოვ, ვემუდარები, არ მისცენ ხმა დაპირისპირებული პარტიების წარმომადგენლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისეა დაძაბული სიტუაცია, ეს დაპირისპირება სამოქალაქო ომში გადაიზრდება. მე ვთხოვ, რომ ორი პარტიის წარმომადგენლებს ნუ მისცემენ ხმას, ისინი საკუთარ თავსაც სწირავენ და ქვეყანასაც”, – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.
პრეზიდენტობის კანდიდატს იმედი აქვს, რომ მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მხარდამჭერთა დიდი ნაწილი სწორედ მას დაუჭერს მხარს.