თემურ ქეცბაია - სტადიონზე ვარჯიშზე საშიში სუპერმარკეტში 50 კაცის შესვლაა
თემურ ქეცბაია - სტადიონზე ვარჯიშზე საშიში სუპერმარკეტში 50 კაცის შესვლაა

კვიპროსულ რადიო „სუპერ სპორტს FM“-თან ინტერვიუში ფამაგუსტას „ანორთოსისის” მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ დაადასტურა, რომ კვიპროსში დარჩენილი მისი გუნდის წევრები გუნდის ბაზაზე ვარჯიშობენ.

„მოთამაშეები მიდიან და ვარჯიშობენ. იმის ნაცვლად, რომ ტროტუარზე ქუჩებში ირბინონ,. ეს პრობლემა არაა. გაცილებით დიდი პრობლემაა,. როდესაც სუპერმარკეტში 50-50 ადამიანი ერთად შედის. ამ დროს, მოთამაშეები მოედანზე ერთმანეთისგან 170 მეტრის დაშორებით იმყოფებიან,” – ამბობს თემურ ქეცბაია.

„ანორთოსისის“ მთავარი მწვრთნელი ემხრობა, რომ ჩემპიონატის განახლებისას ახალი წესები დაინერგოს – „კორონავირსით გამოწვეული პაუზის შემდეგ ჩემპიონატის დასასრულებლად ძალიან ცოტა დრო იქნება. დიდი ალბათობით, ფეხბურთელებს თამაში ყოველ სამ-ოთხ დღეში მოუწევთ. ამის ფონზე ვემხრობი შემოთავაზებას, რომ თამაშის დროს გუნდს ხუთი შეცვლის უფლება მიეცეს, ორი პირველ ტაიმში და სამი – მეორეში. ამით თავიდან ავიცილებთ ტრავმებს, ბევრ მოთამაშეს გამოვიყენებთ და ფორმას ყველა სწრაფად აღიდგენს.“