თემურ ქეცბაია - სანამ თეორიული შანსი გვაქვს, „ანორთოსისი“ ჩემპიონობისთვის იბრძოლებს #1TVSPORT
თემურ ქეცბაია - სანამ თეორიული შანსი გვაქვს, „ანორთოსისი“ ჩემპიონობისთვის იბრძოლებს #1TVSPORT

თემურ ქეცბაიამ კომენტარი გააკეთა კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრაზე, სადაც მისმა გაწვრთნილმა „ანორთოსისმა“ კონკურენტი „აპოელი“ (სადაც ოქრიაშვილი, ქვილითაია და დაუშვილი თამაშობენ) დიდი ანგარიშით 4:1 დაამარცხა და მესამე ადგილზე დაწინაურდა.

„ვულოცავ ჩვენს ფეხბურთელებს. ვამაყობ ჩვენი დღევანდელი თამაშით. სანაკრებო შესვენებაზე ფეხბურთელების უმრავლესობა ჩვენთან იყო და ჩემპიონატის განახლებისთვის კარგად მოვემზადეთ. გუნდმა თამაში პირველიდან ბოლო წუთამდე ძალიან კარგად ჩაატარა. თასზე „აპოელთან“ კიდევ ერთი დიდი თამაში გველის. დღეს რომ ეს განმეორებითი სათასო მატჩი გვეთამაშა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი გუნდი ამ ეტაპსაც გაივლიდა. მადლობას ვუხდით იმ ხალხს, ვინც გუნდის გვერდით იდგა და ჩვენი გუნდის ძალიან კარგი თამაში იხილა“, – ამბობს ქეცბაია.

თემურ ქეცბაია აცხადებს, რომ „ანორთოსისი“ ჩემპიონის ტიტულის მოპოვების იმედს ინარჩუნებს.

„გამარჯვება წინსვლაში დაგვეხმარება. როდესაც „აპოელს“ 4:1 ამარცხებ, ბუნებრივია, მაღალი ადგილის დაკავების რეალური იმედი გვიჩნდება. ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. მთავარია, დარჩენილ მატჩებში დაცვაში შეცდომები არ დავუშვათ და მჯერა, რომ ყველა ერთად ვიზეიმებთ. პირველ ადგილზე „აპოლონია“, მაგრამ სანამ თეორიული შესაძლებლობა არსებობს, ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ. ყველა მატჩი ფინალივით იქნება. მე მჯერა გუნდის და იმედი მაქვს, რომ წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“.