კვიპროსული გამოცემა - უახლოეს შეხვედრებში გიორგი ლორია „ანორთოსისს“ ვერ დაეხმარება #1TVSPORT
კვიპროსული გამოცემა - უახლოეს შეხვედრებში გიორგი ლორია „ანორთოსისს“ ვერ დაეხმარება #1TVSPORT

კვიპროსული გამოცემა protathlima ამტკიცებს, რომ გიორგი ლორია უახლოეს შეხვედრებში ფამაგუსტას „ანორთოსისს“ ვერ დაეხმარება, მის ნაცვლად კი კარში ნეოფიტოს მიხაილი ჩადგება.

„ნეოფიტოს მიხაილი ემზადება, რომ „ანორთოსისის“ მომდევნო თამაშებში სასტარტო შემადგენლობის მეკარე გახდეს. ლორიასა და კერავნოსის ტრავმები კვიპროსელ მეკარეს რამდენიმე მატჩის გამართვის შესაძლებლობას მისცემს.

ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ ზაფხულში „ანორთოსისი“ რამდენიმე მეკარის გაშვებას გეგმავს და გასაკვირი არ იქნება, თუ ოთხი გოლკიპერიდან გუნდში მხოლოდ ერთი დარჩება“, – წერს კვიპროსული გამოცემა.

კვიპროსის პირველი დივიზიონის 32-ე ტურში, გასავარდნი ჯგუფის შეხვედრაში „ანორთოსისი“ 19 აპრილს „კარმიოტისას“ უმასპინძლებს.