„ანორთოსისმა“ თამაში ვერ დაასრულა - ფანების გამო ლორიასა და ებრალიძის გუნდს სასჯელი ელის #1TVSPORT
„ანორთოსისმა“ თამაში ვერ დაასრულა - ფანების გამო ლორიასა და ებრალიძის გუნდს სასჯელი ელის #1TVSPORT

კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურში გიორგი ლორიასა და ავთო ებრალიძის „ანორთოსისისა“ და „კარმიოტისას“ შეხვედრა ჩაიშალა, რის გამოც ფამაგუსტელებს ტექნიკური წაგება და სტადიონის დისკვალიფიკაცია ელით.

კვიპროსის ჩემპიონატის მე-16 ტურის მატჩს ფამაგუსტელებმა მეტოქეს „ანტონის პაპანდოპულოს არენაზე“ უმასპინძლეს. მასპინძელთა კარს გიორგი ლორია იცავდა, მან გუნდი მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა, ხოლო ავთო ებრალიძე თამაშში 57-ე წუთიდან ჩაერთო.

71-ე წუთზე ლორიას გადაცემა „კარმიოტისას“ მოთამაშემ ჩაჭრა და სწრაფი კონტრშეტევა სულეიმან კულიბალიმ გოლით დააგვირგვინა, რომლის დუბლითაც საბოლოოდ სტუმრები 2:0 დაწინაურდნენ. 74-ე წუთზე, „ანორთოსისის“ გულშემატკივრებმა მოედანზე მაშხალები, ცეცხლმოკიდებული პლაკატები და ბოთლები ისროლეს, რომელიც სტუმართა მეკარეს მოხვდა.

უსაფრთხოების მიზნით, მატჩის ორგანიზატორებმა ჯერ თამაში შეაჩერეს, ბოლოს კი ჩათვალეს, რომ მისი გაგრძელება სარისკო იყო და მატჩი ჩაიშალა. კვიპროსული მედის ცნობით, შეხვედრის ბედი სპორტული არბიტრაჟის სხდომაზე გადაწყდება.