ლორია მოედანს დაუბრუნდა - „ანორთოსისი“ კვიპროსის თასიდან გავარდა [ვიდეო] #1TVSPORT

სანაკრებო პაუზის დაწყებამდე სამი კვირით ადრე საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია მოედანს დაუბრუნდა და კვიპროსის თასის საპასუხო შეხვედრაში ნიქოზიის „ოლიმპიაკოსის“ წინააღმდეგ „ანორთოსისის“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა.

„ანორთოსისმა“ შეხვედრა ცუდად დაიწყო. მე-6 წუთზე ფამაგუსტელების დაცვამ უხეში შეცდომა დაუშვა, კარის წინ უმეთვალყურეოდ დატოვეს მარიოს პეხლივანისი, რომელმაც „ოლიმპიაკოსი“ დააწინაურა.

89-ე წუთზე „ანორთოსისმა“ ანგარიში ანტონიო ჰერედიას გოლით გაათანაბრა და შეხვედრა 1:1 დასრულდა, მაგრამ ორი მატჩის ჯამში „ოლიმპიაკოსმა“ გაიმარჯვა (2:1, 1:1) და კვიპროსის თასის ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

ამით „ანორთოსისმა“ ევროსაგზურის მოპოვების ბოლოს შანსიც დაკარგა.