ებრალიძე „ანორთოსისიდან“ მიდის - კლუბი მასთან კონტრაქტის შეწყვეტას გეგმავს #1TVSPORT
ებრალიძე „ანორთოსისიდან“ მიდის - კლუბი მასთან კონტრაქტის შეწყვეტას გეგმავს #1TVSPORT

ავთანდილ ებრალიძე „ანორთოსისს“ დატოვებს – ინფორმაციას გავლენიანი კვიპროსული გამოცემები ავრცელებენ.

„ცნობილია, რომ ებრალიძე „ანორთოსისის“ ერთ-ერთი ფეხბურთელია, რომელიც ახალი სეზონიდან გუნდში აღარ იქნება. ქართველმა თავი სათანადოდ ვერ გამოიჩინა, ისევე როგორც გასულ ზაფხულს მისულმა თითქმის ყველა ფეხბურთელმა“, – წერს Cyprus times-ი.

Goal.com.cy-ის ცნობით, კონტრაქტის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, „ანორთოსისს“ შეუძლია მასთან კონტრაქტი გარკვეული თანხის საფასურად შეწყვიტოს: „ჯერ ბოლომდე უცნობია, ვინ დარჩება და ვინ დატოვებს გუნდს, მაგრამ უკვე შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი მოთამაშე, ვინც გუნდიდან წავა, ავთანდილ ებრალიძე იქნება. „ანორთოსისის“ ხელმძღვანელობა ქართველის კონტრაქტში არსებულ გათავისუფლების პუნქტს გამოიყენებს“.

ავთანდილ ებრალიძე „ანორთოსისში“ 2022 წლის ივნისში ჩაირიცხა და კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა. მას კარიერის დიდი ნაწილი პორტუგალიის ჩემპიონატში აქვს გატარებული – უთამაშია „ნასიონალში“, „შავეშში“, „ჟილ ვისენტეში“, „ლეიქშოეშში“.

პორტუგალიის გარდა, ებრალიძემ რუმინეთის ჩემპიონატში, „ვოლუნტარიში“ ითამაშა, „ანორთოსისში“ გადასვლამდე კი კვიპროსის ჩემპიონატში „დოქსას“ ღირსებას იცავდა. იყო საქართველოს ნაკრების წევრი, რომლის ფორმითაც ორი მატჩი ჩაატარა.