თემურ მღებრიშვილი - ვფიქრობ, ერთი კვირა საკმარისი დროა, რომ ადამიანმა თავისი ახლობელი, ოჯახის წევრი, სულ მცირე, მოიკითხოს, დღეის მონაცემებით, დაკარგულთა სია არ გაზრდილა
ვფიქრობ, ერთი კვირა საკმარისი დროა, რომ ადამიანმა თავისი ახლობელი, ოჯახის წევრი, სულ მცირე, მოიკითხოს. დღეის მონაცემებით, დაკარგულთა რიცხვი არ გაზრდილა და მსავსი ინფორმაცია თუ შემოვა, ოპერატიულად გადამოწმდება, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.
თემურ მღებრიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე უპასუხა კითხვას, „როდის გამოქვეყნდება სია, მაგალითად, ვინ არიან დაკარგულები ამ ეტაპზე. მხოლოდ 12 ადამიანს განიხილავთ? ხომ არ შეიძლება ყოფილიყვნენ ისეთი ტურისტებიც, რომელთა შესახებაც არ გაქვთ ინფორმაცია?“
„თეორიის დონეზე, რა თქმა უნდა, ვერაფერს გამოვრიცხავ და ვერც გადაჭრით ვიტყვი, თუმცაღა ვფიქრობ, ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, რომ გონივრული ვადა, ერთი კვირა საკმარისი დროა იმისთვის, რომ ადამიანმა თავისი ახლობელი, ოჯახის წევრი, სულ მცირე, მოიკითხოს, ლოგიკურად. ამ დროისთვის, დღეის მონაცემებით, არ გაზრდილა და თუ მსავსი ინფორმაცია შემოვა, მოხდება, პირველ რიგში, ოპერატიულად გადამოწმება და დადგენა“, – აღნიშნა თემურ მღებრიშვილმა.