თემურ მღებრიშვილი - ვერტმფრენების შესყიდვის პროცედურები დაწყებულია, მომწოდებელთან აქტიური კომუნიკაციით გადაწყდა, რომ წლის ბოლოს მოხდეს ერთი ახალი ვერტმფრენის მოწოდება
თემურ მღებრიშვილი - ვერტმფრენების შესყიდვის პროცედურები დაწყებულია, მომწოდებელთან აქტიური კომუნიკაციით გადაწყდა, რომ წლის ბოლოს მოხდეს ერთი ახალი ვერტმფრენის მოწოდება

ვერტმფრენის საშუალებით რა ღონისძიებაც უნდა შეგვესრულებინა, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 100 პროცენტით არის ყველა ღონისძიება შესრულებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განუცხადა.

თემურ მღებრიშვილმა იმ ვერტმფრენებზეც გააკეთა კომენტარი, რომელთა შესყიდვის პროცედურებიც, მისი თქმით, უკვე დაწყებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, მომწოდებელ კომპანიასთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად გადაწყდა, რომ ერთ ახალ სამაშველო ვერტმფრენს ქვეყანა მიმდინარე წლის დეკემბერში მიიღეს.

„კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ ვერტმფრენს რაც უნდა გაეკეთებინა და ვერტმფრენის საშუალებით რა ღონისძიებაც უნდა შეგვესრულებინა, კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 100 პროცენტით არის შესრულებული ყველა ღონისძიება. გარდა ამისა, მინდა, დავამატო, რომ ის ვერტმფრენები, რომელთა შესყიდვის პროცედურები უკვე დაწყებულია, აქტიური კომუნიკაციით მომწოდებელ კომპანიასთან და ქვეყანასთან გადაწყდა და ხერხდება, რომ წლის ბოლოს მოხდეს ერთი ახალი ვერტმფრენის მოწოდება, დაახლოებით დეკემბრის თვეში. ეს საკითხიც მეტ-ნაკლებად მოგვარდება“, – აღნიშნა თემურ მღებრიშვილმა.