თემურ მღებრიშვილი - პირველ ეტაპზე დაკარგულად ითვლებოდა 175 პირი, მეორე დღესვე სია განისაზღვრა 36 პირით, მოხდა 33 პირის ზუსტი იდენტიფიცირება, ხოლო ერთი პირის ვინაობა მოგვიანებით დაზუსტდა
დაკარგულ პირთა შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შევიდა 47 შეტყობინება 136 პირის დაკარგვის შესახებ, ხოლო სპეციალურ ცხელ ხაზზე დაფიქსირდა 15 შეტყობინება 40 პირთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, დაკარგული პირების სია იყო მუდმივად განახლებადი და მასში არსებული მონაცემები ზუსტდებოდა უწყვეტ რეჟიმში. იმ პირებთან, რომლებიც პირველ ეტაპზე დაკარგულად ითვლებოდნენ, შემდეგ ინიციატორთან კომუნიკაციით ან სამაშველო ღონისძიების შედეგად დგინდებოდა, რომ უსაფრთხოდ იყვნენ, პოლიციის თანამშრომლები ახდენდნენ პირად კომუნიკაციას, რის შედეგადაც ხდებოდა აღნიშნული პირების ამოღება დაკარგული პირების სიიდან.
„მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ონის პოლიციაში იმავე დღეს დაიწყო გამოძიება. სტიქიური მოვლენის შემდეგ, დაკარგულ პირთა შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შევიდა 47 შეტყობინება 135 პირთან დაკავშირებით, ხოლო სპეციალურ ცხელ ხაზზე დაფიქსირდა 15 შეტყობინება 40 პირის დაკარგვის შესახებ. საერთო ჯამში, მიღებული იქნა 62 შეტყობინება და პირველ ეტაპზე დაკარგულად ითვლებოდა 175 პირი. შეტყობინებების მიღებისთანავე დაიწყო შესაძლო დაკარგული პირების იდენტიფიცირება, რომელიც ხდებოდა როგორც შეტყობინების ინიციატორებთან უშუალო კომუნიკაციით, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბაზების მიხედვით. დაკარგული პირების სია იყო მუდმივად განახლებადი და მასში არსებული მონაცემები ზუსტდებოდა უწყვეტ რეჟიმში. იმ პირებთან, რომლებიც პირველ ეტაპზე დაკარგულად ითვლებოდნენ, ხოლო შემდეგ ინიციატორთან კომუნიკაციით ან სამაშველო ღონისძიების შედეგად დგინდებოდა, რომ უსაფრთხოდ იყვნენ, პოლიციის თანამშრომლები ახდენდნენ პირად კომუნიკაციას, რის შედეგადაც ხდებოდა აღნიშნული პირების ამოღება დაკარგული პირების სიიდან“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
მღებრიშვილის განცხადებით, სტიქიიდან მეორე დღესვე მოხდა დაკარგული 33 პირის ზუსტი იდენტიფიცირება, ხოლო ერთი პირის ვინაობა მოგვიანებით დაზუსტდა.
„უწყვეტ რეჟიმში გრძელდებოდა საგამოძიებო და ოპერატიული სამუშაოები. დაიდენტიფიცირებული იქნა შეტყობინებებში მყოფი პირები, მათ შორის უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქე და, საბოლოოდ, სტიქიის შედეგად დაკარგულად ჩაითვალა უკრაინის რესპუბლიკის ორი და რუსეთის ფედერაციის ერთი მოქალაქე. მეორე დღესვე დაკარგული პირების სია განისაზღვრა 36 პირით, საიდანაც ორ პირთან მალევე მოხდა დაკავშირება. დაკარგული 34 პირიდან, მოხდა 33 პირის ზუსტი იდენტიფიცირება, ხოლო ერთი პირის – ზურაბ ბიბილეიშვილის ვინაობის დადგენა ვერ მოხერხდა. მოგვიანებით ჩატარებული ინტენსიური ოპერატიული და სამძებრო სამუშაოების შედეგად, მოხდა შეტყობინების ინიციატორთან ინფორმაციის გადაზუსტება და ამ მონაცემების მქონე პირის დაკარგულთა სიიდან ამოღება“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.