თემურ მღებრიშვილი - მინდა, კიდევ ერთხელ მწუხარება გამოვხატო მომხდარის გამო და სამძიმარი ვუთხრა გარდაცვლილთა ოჯახებს
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე მეხანძრე მაშველების სახელით ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ახლობლებს, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს მჭიდრო კომუნიკაცია აქვთ სტიქიის შედეგად დაკარგული ადამიანების ოჯახის წევრებთან.
„ბოლო მონაცემებით, მაშველების მიერ ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად აღმოჩენილია 21 ცხედარი და საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს 12 პირთან დაკავშირებით. მინდა, კიდევ ერთხელ მწუხარება გამოვხატო მომხდარის გამო და სამძიმარი ვუთხრა გარდაცვლილთა ოჯახებს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე მეხანძრე მაშველების სახელით ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ახლობლებს. ამ რთულ პერიოდში მე და ჩემს კოლეგებს მჭიდრო კომუნიკაცია გვქონდა სტიქიის შედეგად დაკარგული ადამიანების ოჯახების წევრებთან და ვიცით, თუ როგორი მძიმეა მათთვის ეს ტრაგედია, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.